Languages:

This site is created using Wikimapia data. Wikimapia is an open-content collaborative map project contributed by volunteers around the world. It contains information about 32427067 places and counting. Learn more about Wikimapia and cityguides.

ხაშური

ქალაქი საქართველოში, ხაშურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1928 - ხაშური, 1928-1934 წლებში - სტალინისი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. XIX საუკუნეში ფოთი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის შემდეგ ხაშური თანდათან მსხვილი სატრანსპორტო კვანძი გახდა. აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 9,8 ათასი (2002 წ.). არის აქ ხაშურის სარკინიგზო ტრანსპორტის, შუშის ტარის, კვების მრეЯველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). შემორჩენილია XVIII საუკუნის კოშკი, იოანე ნათლისმემლისა და წმ. მარინეს ეკლესიები. ხაშურში არის ურბნისისა და რუისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ხაშური

Recent city comments:

  • საჯარო სკოლა № 7, MAQSIMUSA wrote 13 წლის წინ:
    ყოფილი რკინიგზის მეოთხე საშვალო სკოლა
ხაშური on the map.

Recent city photos:

უფრო მეტი ფოტო...